kaKA

იცხოვრე დღევანდელი დღით და დაგეგმე მომავალი!

მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული კლინიკა

2001

დან

22
წლიანი გამოცდილება

"გიყვარდეს შენი საქმე - ეს არის ჩემი წარმატების საიდუმლო“

"მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული კლინიკა" ფუნქციონირებს 2000 წლიდან, მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ექიმი-რეპროდუქტოლოგი გინეკოლოგი - მანანა მგალობლიშვილი, ევროპის რეპროდუქტოლოგთა და ემბრიოლოგთა ასოციაციის წევრი და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

კლინიკის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ქალისა და კაცის უშვილობის და ყველა სახის გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და მკურნალობა, ორსულობის მართვა, პლასტიკური და ესთეტიკური გინეკოლოგია, ფუნქციონირებს ენდოსკოპიური გინეკოლოგიის ქირურგიული განყოფილება, სადაც ტარდება ლაპარასკოპია და ჰისტეროსკოპია, ფერტილოსკოპია, ორსულთა პერინატალური მეთვალყურეობის პროგრამა, გინეკოლოგიური ამბულატორია, კლინიკური ლაბორატორია.

კლინიკა წარმოადგენს რეპროდუქციული მიმართულების ერთერთ პირველ კერძო კლინიკას საქართველოში, რომლის შექმნის იდეა ეკუთვნის პროფესორ ივანე მგალობლიშვილს - ექიმ-გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს, რომელმაც აქ აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნების სამედიცინო ცენტრებში მიღებული გამოცდილება დანერგა

აღმოსავლეთ ევროპაში პირველად, სწორედ აქ დაინერგა ქალის რეპროდუქციული ორგანოების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ენდოსკოპიური მეთოდი - ფერტილოსკოპია, საქართველოში პირველად - მილების გამტარობის გამოკვლევის ტრანსვაგინალური მეთოდი, საკვერცხის კისტის ასპირაციული დრენირება, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის, ორსულობის განმეორებითი დანაკარგების და ორსულობის მართვის და მკურნალობის თანამედროვე სქემები, რომელთა შესახებ პირველი სამეცნიერო ნაშრომები საერთაშორისო გამოცემებში ივანე და მანანა მგალობლიშვილების ავტორობით დაიბეჭდა.

მანანა მგალობლიშვილი დაიბადა სოხუმში, ექიმების ოჯახში, ჰყავს 6 და-ძმა და პროფესიით ყველა ექიმი, მამა - ბიძინა მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრი, დასავლეთ საქართველოში ფსიქიატრიული სამსახურის ფუძემდებელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

"გიყვარდეს შენი საქმე - ეს არის ჩემი წარმატების საიდუმლო" - ამბობს მანანა მგალობლიშვილი. აღსანიშნავია, რომ "მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში" მკურნალობის შედეგად 5000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა.

დაჯავშნეთ ვიზიტი ექიმთან

596 51 60 60

დაგვიმეგობრდი

სერვისები

ჰისტეროსკოპია

ჰისტეროსკოპია

ჰისტეროსკოპია - ენდოსკოპიური გამოკვლევა, რომელის დროსაც ხდება სპეციალური ვიდეოკამერით საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება და ოპერაციული მკურნალობა: პოლიპების ამოკვეთა, შეხორცებების მოცილება, მეტროპლასტიკა.სრულად ნახვა
ლაპარასკოპია

ლაპარასკოპია

უშვილობის დროს ქალის რეპროდუქციული ორგანოების (საშვილოსნო, საკვერცხეები, მილები, მცირე მენჯის ღრუ) გამოკვლევა აუცილებელია, რისთვისაც სტანდარტულად გამოიყენება ვაგინალური ექოსკოპია, ხოლო მილების გამტარობის გამოსაკვლევად - სონოსალპინგოგრაფია და ჰისტეროსალპინგოგრაფია.სრულად ნახვა
კოლპოსკოპია

კოლპოსკოპია

კოლპოსკოპია - საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა სპეციალური მიკროსკოპით, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის შეფასება და პათოლოგიური უბნების გამოვლენა.სრულად ნახვა
ექოსკოპია

ექოსკოპია

ექოსკოპია - შინაგანი ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც ემყარება ქსოვილების აკუსტიკური თავისებურებების განსხვავებასსრულად ნახვა
სონოჰისტეროსალპინგოგრაფია

სონოჰისტეროსალპინგოგრაფია

მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ვაგინალური ექოსკოპიით და კონტრასტული ხსნარით მილების გამტარობის გამოკვლევასრულად ნახვა
საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მკურნალობა რადიოტალღებით

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მკურნალობა რადიოტალღებით

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მკურნალობა რადიოტალღებით - სპეციალური ელექტროდანით საშვილოსნოს ყელის პათოლოგიური უბნების ელექტროკოაგულაცია.სრულად ნახვა
ორსულთა მართვა

ორსულთა მართვა

ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობასრულად ნახვა
ლაბორატორიული კვლევები

ლაბორატორიული კვლევები

„მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში“ ლაბორატორიული კვლევები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საერთაშორისო და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი რეგულაციებით ხორციელდება.სრულად ნახვა
სპერმის ანალიზი

სპერმის ანალიზი

სპერმოგრამა - კაცის სპერმის გამოკვლევა მიკროსკოპში, რომლის მაჩვენებლებით ხდება სპერმის განაყოფიერების უნარის შეფასებასრულად ნახვა
ინსემინაცია

ინსემინაცია

ინსემინაცია - სპეციალური ხსნარებით დამუშავებული სპერმის შეყვანა საშვილოსნოს ღრუში სპეციალური კათეტერითსრულად ნახვა
ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი