kaKA

რას გთავაზობთ?

სონოჰისტეროსალპინგოგრაფია

21 ივნისი 2023

სონოჰისტეროსალპინგოგრაფია

მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ვაგინალური ექოსკოპიით და კონტრასტული ხსნარით მილების გამტარობის გამოკვლევა.

პროცედურა ტარდება მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში - მენსტრუაციული სისხლდენის დამთავრებისთანავე უახლოეს დღეებში. გინეკოლოგიურ სავარძელზე ხდება ქალის ვაგინაში გინეკოლოგიური სარკის მოთავსება, შემდეგ საშვილოსნოში თავსდება რეზინის კათეტერი, რომლის მეშვეობით ხდება საშვილოსნოს ღრუში კონტრასტული ხსნარის შეყვანა და მისი მილებში გადასვლის პროცესის დაკვირვება ვაგინალური ექოსკოპიით.

პროცედურა მიმდინარეობს 10-15 წუთი, ტარდება როგორც ადგილობრივი, ასევე ინტრავენური ხანმოკლე ანესთეზიით.

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი