21 ივნისი 2023
ჰისტეროსკოპია - ენდოსკოპიური გამოკვლევა, რომელის დროსაც ხდება სპეციალური ვიდეოკამერით საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება და ოპერაციული მკურნალობა: პოლიპების ამოკვეთა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზირებული უბნების, მიომატოზური კვანძების, შეხორცებების მოცილება, მეტროპლასტიკა.
ჰისტეროსკოპიის ხანგრძლივობაა 10-20 წუთი, ტარდება ხანმოკლე ინტრავენური ანესთეზიით, ოპერაციიდან რამდენიმე საათში პაციენტი გაეწერება კლინიკიდან.