kaKA

რას გთავაზობთ?

კოლპოსკოპია

21 ივნისი 2023

კოლპოსკოპია

კოლპოსკოპია - საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა სპეციალური მიკროსკოპით, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის შეფასება და სხვადასხვა პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენა.

კოლპოსკოპიის ჩატარება ხდება გინეკოლოგიურ სავარძელზე, ვაგინაში თავსდება ჩვეულებრივი გინეკოლოგიური სარკე და ხდება საშვილოსნოს ყელის ვიზუალიზაცია და დათვალიერება მიკროსკოპით, ამავე დროს საშოს კედლების და საშვილოსნოს ყელის დამუშავება კონტრასტული ხსნარებით, რაც შესაძლებელს ხდის პათოლოგიური უბნების გამოვლენას მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე.

პროცედურის ხანგრძლივობაა 10-15 წუთი და არის აბსოლუტურად უმტკივნეულო. ტარდება ციკლის ნებისმიერ დღეს, გარდა მენსტრუალური სისხლდენის დღეებისა.

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი