kaKA

რას გთავაზობთ?

სპერმის ანალიზი

21 ივნისი 2023

სპერმის ანალიზი

სპერმოგრამა - კაცის სპერმის გამოკვლევა მიკროსკოპში, რომლის მაჩვენებლებით ხდება სპერმის განაყოფიერების უნარის შეფასება. წყვილის უშვილობის დიაგნოსტიკისას სპერმის ანალიზი ერთერთი ძირითადი გამოკვლევაა.

როგორ ხდება მომზადება: კაცს სპერმის ბოლო დაღვრა (ეაკულაცია) უნდა ჰქონდეს 3-5 დღით ადრე სპერმის ანალიზის ჩატარებამდე, ამავე პერიოდში არ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით ალკოჰოლი, ბოლო 1 თვის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი რაიმე სახის ინფექცია (ვირუსული გრიპი და ა.შ), სხეულის ტემპერატურა 37 გრადუსზე მეტი, არ უნდა ჰქონდეს მიღებული ანტიბიოტიკები.

სპერმის ჩაბარება ხდება სპეციალურ ოთახში კომფორტულ გარემოში, სადაც კაცი სპერმას მასტურბაციის გზით ათავსებს ერთჯერად კონტეინერში.

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი