kaKA

უშვილობა: მიზეზები და პრობლემის დაძლევის გზები - რას ურჩევს წყვილებს გინეკოლოგი

27 ნოემბერი 2022

უშვილობა: მიზეზები და პრობლემის დაძლევის გზები - რას ურჩევს წყვილებს გინეკოლოგი

"უშ­ვი­ლო­ბა მდგო­მა­რე­ო­ბაა, როცა 1 წელ­ზე მეტი დრო­ის მან­ძილ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად რე­გუ­ლა­რუ­ლი და­უც­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი­სა, ორ­სუ­ლო­ბა არ დგე­ბა. სტა­ტის­ტი­კუ­რად, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ყო­ვე­ლი მე­ექ­ვსე წყვი­ლი უშ­ვი­ლოა," - გვე­უბ­ნე­ბა მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, ექი­მი-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი. სწო­რედ მას­თან ერ­თად ვსა­უბ­რობთ თე­მა­ზე, რა არის უშ­ვი­ლო­ბის მი­ზე­ზი და რო­გორ უნდა და­იძ­ლი­ოს ეს პრობ­ლე­მა.

- უშ­ვი­ლო­ბა ავად­მყო­ფო­ბა არ არის და არ აწუ­ხებს წყვილს მა­ნამ, სა­ნამ არ გა­ირ­კვე­ვა, რომ ერთ წელ­ზე მეტი დრო­ის მან­ძილ­ზე ორ­სუ­ლო­ბა არ შედ­გა. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში წყვი­ლე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ მათ აქვთ ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას ან ნა­ყო­ფის მი­მაგ­რე­ბას.

- რა არის ამის მი­ზე­ზი?

- მი­ზე­ზი უამ­რა­ვია და შეგ­ვიძ­ლია ისი­ნი სამ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბად გან­ვი­ხი­ლოთ. პირ­ვე­ლი, ქა­ლის კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და საკ­ვერ­ცხე­ე­ბის ფუნ­ქცი­აა, რაც თა­ვის თა­ვის მხრივ, პირ­და­პირ კავ­შირ­შია ქა­ლის ასაკ­თან და ჰორ­მო­ნა­ლურ სტა­ტუს­თან; მე­ო­რე - ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბია, კერ­ძოდ: საშ­ვი­ლოს­ნო, მი­ლე­ბი, საკ­ვერ­ცხე­ე­ბი, მცი­რე მენ­ჯის ღრუ, რომ­ლებ­შიც უშუ­ა­ლოდ ხდე­ბა ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სა­ს­ქე­სო უჯრე­დე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა, "შეხ­ვედ­რა", გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა, მი­მაგ­რე­ბა და ორ­სუ­ლო­ბის დად­გო­მა; მე­სა­მე მი­ზე­ზი მა­მა­კა­ცის სპერ­მის ხა­რის­ხია.

შვი­ლოს­ნო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე წყვი­ლე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ი­ტა­რეს, იმ­კურ­ნა­ლეს, მაგ­რამ ორ­სუ­ლო­ბა მა­ინც არ დგე­ბა. როცა გა­ვეც­ნო­ბი მათ ის­ტო­რი­ას და გა­დავ­ხე­დავ ჩა­ტა­რე­ბულ გა­მოკ­ვლე­ვებს, ვხე­დავ საქ­მის ვი­თა­რე­ბის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ანტს:

1. ჩა­ტა­რე­ბუ­ლია მკურ­ნა­ლო­ბა და გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არის პირ­და­პირ კავ­შირ­ში შვი­ლოს­ნო­ბის ფუნ­ქცი­ას­თან. მა­გა­ლი­თად, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის გა­მოკ­ვლე­ვა, პაპ­ტეს­ტი და ვირუ­სე­ბი დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­მოკ­ვლე­უ­ლი, მაგ­რამ ამა­ვე დროს მი­ლე­ბის გამ­ტა­რო­ბა და საკ­ვერ­ცხე­ე­ბის ფუნ­ქცი­ის შე­ფა­სე­ბა, სპერ­მოგ­რა­მა და შვი­ლოს­ნო­ბის­თვის სა­ჭი­რო სხვა ძი­რი­თა­დი კვლე­ვე­ბი არაა ან არას­რულ­ყო­ფი­ლა­დაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი;

2. ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შვი­ლოს­ნო­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად, მაგ­რამ, ქა­ლის ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ დგე­ბა შე­დე­გი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, მი­ზე­ზი მხო­ლოდ ასაკ­შია და აქ მიდ­გო­მაც სხვაგ­ვა­რია;

3. გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლად;

4. პა­ცი­ენტს არ ყოფ­ნის მოთ­მი­ნე­ბა და სურს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის და მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ მყი­სი­ე­რად მი­ი­ღოს შე­დე­გი, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

5. უშ­ვი­ლო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი უშე­დე­გო მკურ­ნა­ლო­ბით გა­ტან­ჯუ­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი წყვი­ლი თა­ვად წყვეტს, რა გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა და რო­გო­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით სჭირ­დე­ბათ, რაც ცხა­დია, არ იძ­ლე­ვა სა­სურ­ველ შე­დეგს. ამა­სო­ბა­ში მი­დის დრო, ქალს ემა­ტე­ბა ასა­კი და დგე­ბა ის მო­მენ­ტი, როცა სრუ­ლი­ად ილე­ვა კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის მა­რა­გი, რომ­ლის გა­რე­შე ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ორ­სუ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბაა, დო­ნო­რი კვერ­ცხუ­ჯრე­დით.

- გან­ვი­ხი­ლეთ სამი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც უნდა ვე­ძე­ბოთ მი­ზე­ზი და დი­აგ­ნოს­ტი­კაც ამ სამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზეა დაყ­რდნო­ბი­ლი?

- დიახ, რო­დე­საც მა­გა­ლი­თად, კვერ­ცხუ­ჯრედს ვიკ­ვლევთ, აქ პირ­ველ რიგ­ში ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ქა­ლის ასაკს, ასე­ვე ტარ­დე­ბა გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი ექოს­კო­პია და რამ­დე­ნი­მე ანა­ლი­ზი: ან­ტი­მი­უ­ლე­რის და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ჰორ­მო­ნი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­ფა­სებთ კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის მა­რაგს და ხა­რისხს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქალი, გან­სხვა­ვე­ბით მა­მა­კა­ცის­გან, იბა­დე­ბა კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის გარ­კვე­უ­ლი მა­რა­გით, რო­მელ­საც ის რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ასაკ­ში "ხარ­ჯავს," ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მში არ ხდე­ბა ახა­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის წარ­მოქ­მნა მა­მა­კა­ცის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­თა­ნაც სპერ­მა­ტო­ზო­ი­დე­ბის წარ­მოქ­მნა ანუ სპერ­მა­ტო­გე­ნე­ზი თით­ქმის უწყვე­ტი პრო­ცე­სია საკ­მა­ოდ ხან­დაზ­მულ ასა­კამ­დე. როცა ქა­ლის სა­ს­ქე­სო უჯრე­დე­ბი – კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი "გა­მო­ი­ლე­ვა," ქალი კლი­მაქ­სურ პე­რი­ოდ­ში შე­დის და რაც მე­ტია ქა­ლის ასა­კი, მით ნაკ­ლე­ბია და­ორ­სუ­ლე­ბის შან­სი და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რამ­დე­ნად "მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი" და ჯან­მრთე­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბია. ეს არ არის პა­თო­ლო­გია, ეს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია...

- ე.ი. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ქა­ლის ასაკს და კვე­ცხუ­ჯრე­დე­ბის ხა­რისხს...

- დიახ, თუმ­ცა არ­სე­ბობს ნა­ად­რე­ვი კლი­მაქ­სი ან სხვა გე­ნე­ტი­კუ­რი თუ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის არარ­სე­ბო­ბა ან ნა­ად­რე­ვი გან­ლე­ვა, რომ­ლის დრო­საც შე­უძ­ლე­ბე­ლია ორ­სუ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი კვერ­ცხუ­ჯრე­დით. ეს სწო­რედ ის შემ­თხვე­ვაა, როცა არის პირ­და­პი­რი ჩვე­ნე­ბა დო­ნო­რი კვერ­ცხუ­ჯრე­დით ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­სა. საკ­მა­ოდ ხში­რია ისე­ვე შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქალს კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი აქვს, მაგ­რამ საკ­ვერ­ცხე­დან მისი გა­მო­ყო­ფა ვერ ხერ­ხდე­ბა ანუ არ ხდე­ბა ოვუ­ლა­ცია და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­სა პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბის სინ­დრო­მია, რომ­ლის დრო­საც დარ­ღვე­უ­ლია ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ბა­ლან­სი. პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბის მქო­ნე ქა­ლებს ხში­რად აწუ­ხებთ მენსტრუ­ა­ცი­ის გა­დაც­დე­ნე­ბი, ჭარ­ბი წონა, ჭარბთმი­ა­ნო­ბა. თუმ­ცა, პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბის პრობ­ლე­მი­სად­მი სწო­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი მიდ­გო­მა და მკურ­ნა­ლო­ბა ორ­სუ­ლო­ბის მიღ­წე­ვის საკ­მა­ოდ მა­ღალ შე­დეგს იძ­ლე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ორ­გა­ნო­ებს, რომ­ლებ­შიც უშუ­ა­ლოდ ხდე­ბა ორ­სუ­ლო­ბის დად­გო­მის­თვის უმ­თავ­რე­სი მოვ­ლე­ნა - გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა და ემ­ბრი­ო­ნის მი­მაგ­რე­ბა (საშ­ვი­ლოს­ნო, მი­ლე­ბი, საკ­ვერ­ცხე­ე­ბი, მცი­რე მენ­ჯის ღრუ), მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი სრულ­ყო­ფი­ლი გა­მოკ­ვლე­ვა.

არ­სე­ბობს ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ხის კვლე­ვა: ექოს­კო­პი­უ­რი (სონო-სალ­პინ­გოგ­რა­ფია), რენტგე­ნით (მეტ­რო­სალ­პინ­გოგ­რა­ფია), ლა­პა­რას­კო­პია, ჰის­ტე­როს­კო­პია, თუმ­ცა ამათ­გან ყვე­ლა­ზე ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი ლა­პა­რას­კო­პია და ჰის­ტე­როს­კო­პი­აა. ლა­პა­რას­კო­პი­ით და ჰის­ტე­როს­კო­პი­ით ხდე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­დე­ო­კა­მე­რით აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის დე­ტა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ხოლო ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან ორ­სუ­ლო­ბას (პო­ლი­პი, შე­ხორ­ცე­ბა, და­ხუ­რუ­ლი მი­ლე­ბი, ენ­დო­მეტ­რი­ო­ზი, მი­ო­მა და ა.შ.) შე­საძ­ლე­ბე­ლია მათი ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბა მცი­რე ზო­მის ნახ­ვრე­ტი­დან, ეს არის ე.წ. უსის­ხლო ოპე­რა­ცია, რომ­ლის შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი მი­ნი­მა­ლუ­რია, 24 სა­ათ­ში პა­ცი­ენ­ტი ეწე­რე­ბა კლი­ნი­კი­დან, ხოლო 36 სა­ათ­ში შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნია.

მე­სა­მე ძი­რი­თა­დი გა­მოკ­ვლე­ვა მა­მა­კა­ცის სპერ­მის ანა­ლი­ზია. თუ სპერ­მა ნორ­მა­ლუ­რია და გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის უნა­რის მქო­ნეა, მა­შინ მას არ სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბით არა­ნა­ი­რი გა­მოკ­ვლე­ვა. თუ მა­მა­კა­ცის სპერ­მა­ში არის ისე­თი მძი­მე ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა - სპერ­მა­ტო­ზო­ი­დე­ბის არარ­სე­ბო­ბა ან რამ­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი, პირ­ველ რიგ­ში ვად­გენთ მი­ზეზს, მაგ­რამ ორ­სუ­ლო­ბის მიღ­წე­ვა ძი­რი­თა­დად შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ დამ­ხმა­რე რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბით, რო­გო­რი­ცაა ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა და ინ­სე­მი­ნა­ცია.

- როცა მი­ზე­ზი დად­გე­ნი­ლია, მკურ­ნა­ლო­ბის რა გზე­ბი არ­სე­ბობს?

- გა­აჩ­ნია, რა არის მი­ზე­ზი. და­ვი­წყოთ ქა­ლის ასა­კით, რო­გორც ვთქვით, იქ კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის ხა­რის­ხი და­ბა­ლია და მა­რა­გიც თით­ქმის გა­მო­ლე­უ­ლია, თუმ­ცა 40-46 წლის ქა­ლე­ბიც და­ორ­სუ­ლე­ბუ­ლან, ბო­ლომ­დე მი­უ­ტა­ნი­ათ ფეხ­მძი­მო­ბის სრუ­ლი ციკ­ლი, მაგ­რამ ეს ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია. მე­დი­ცი­ნა კი სტა­ტის­ტი­კას ეყ­რდნო­ბა და ვი­ცით, რომ რაც უფრო მე­ტია ქა­ლის ასა­კი, მით უფრო ნაკ­ლე­ბია და­ორ­სუ­ლე­ბის შან­სი. ქა­ლის ასა­კით გა­მოწ­ვე­უ­ლი უშ­ვი­ლო­ბის დროს ორ­სუ­ლო­ბის მიღ­წე­ვის ერ­თა­დერ­თი გზაა ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა დო­ნო­რი კვერ­ცხუ­ჯრე­დით.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლის და­ორ­სუ­ლე­ბას (პო­ლი­პი, კის­ტა, მი­ო­მა, შე­ხორ­ცე­ბე­ბი და ა. შ.), ხდე­ბა ლა­პა­რას­კო­პი­ით და ჰის­ტე­როს­კო­პი­ით. მა­გა­ლი­თად, ორ­სუ­ლო­ბის მრავ­ლო­ბი­თი თვით­ნე­ბი­თი შე­წყვე­ტის დი­აგ­ნო­ზის შემ­თხვე­ვა­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ან სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რაა ჰის­ტე­როს­კო­პია. ხოლო ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, როცა ოვუ­ლა­ცია არ ხდე­ბა (პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბი, მა­ღა­ლი პრო­ლაქ­ტი­ნი და სხვა) ანუ არ გა­მო­ი­ყო­ფა არ­სე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დი საკ­ვერ­ცხე­დან იმი­სათ­ვის, რომ შეხ­ვდეს სპერ­მა­ტო­ზო­იდს და გა­ნა­ყო­ფი­ერ­დეს, მკურ­ნა­ლო­ბა ჰორ­მო­ნე­ბის ბა­ლან­სის და­რე­გუ­ლი­რე­ბა და ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი დრი­ლინ­გია.

- პრო­ცენ­ტუ­ლად ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მი­ზე­ზით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი უშ­ვი­ლო­ბა?

- პრო­ცენ­ტუ­ლად ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის უშ­ვი­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ი­რი სიხ­ში­რიდ გვხვდე­ბა: 40% ქა­ლის ფაქ­ტო­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი უშ­ვი­ლო­ბა, 40% მა­მა­კა­ცის ფაქ­ტო­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი უშ­ვი­ლო­ბა და 20% შე­რე­უ­ლი - ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უშ­ვი­ლო­ბა. ხოლო ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის უშ­ვი­ლო­ბის მი­ზე­ზებ­ზე უკვე ვი­სა­უბ­რეთ.

- ფა­რი­სებ­რის ჯირ­კვლის პრობ­ლე­მა უშ­ვი­ლო­ბა­ზე არ მოქ­მე­დებს?

- ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მა ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას აქვს, ამი­ტომ, ჩვენ­თან რომ ქალი მო­დის, აუ­ცი­ლებ­ლად ფა­რი­სებრ ჯირ­კვალს ვიკ­ვლევთ. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი გა­მო­ყოფს ისეთ სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბელ ჰორ­მო­ნებს, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ფუნ­ქცი­ა­ზე.

- იქ­ნებ თქვე­ნი პრაქ­ტი­კი­დან რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტიც გა­იხ­სე­ნოთ, რომ­ლებ­საც შვი­ლი დიდ­ხანს არ ჰყავ­დათ და შემ­დეგ გა­ა­ჩი­ნეს...

- მახ­სოვს მა­გა­ლი­თად, ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც 46 წლის ასაკ­ში და­ორ­სულ­და. 17 წელი უშ­ვი­ლო იყო, ჩვენ­თვი­საც სა­ოც­რე­ბა იყო... ახალ­ხანს და­ფეხ­მძიმ­და ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც 8 წლის უშ­ვი­ლო­ბა ჰქონ­და, 38 წლის არის. ჩა­ვუ­ტა­რეთ ყვე­ლა­ნა­ი­რი კვლე­ვა, მკურ­ნა­ლო­ბა და­ვუ­ნიშ­ნეთ, მაგ­რამ ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და, ექოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვი­თაც, ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის მა­რა­გი და ხა­რის­ხი. ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის­თვის ვამ­ზა­დებ­დი, მაგ­რამ სა­სინ­ჯად მკურ­ნა­ლო­ბის კი­დევ ერთი მოკ­ლე კურ­სი ჩა­ვუ­ტა­რე.

არ­სე­ბობს მე­დი­ცი­ნა­ში ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მი: თუ არ უშ­ვე­ლის, არ ავ­ნებ­სო და სწო­რედ ამ პრინ­ცი­პით ვი­მოქ­მე­დე ამ შემ­თხვე­ვა­ში, რომ­ლის შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნი და­ფეხ­მძიმ­და და სი­ხა­რუ­ლით მე­ცხრე ცა­ზეა, რომ იცო­დეთ, ჩვენც არა­ნაკ­ლე­ბად გვი­ხა­რია, როცა შე­დეგს ვაღ­წევთ. ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ აზრს სწო­რედ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვხე­დავ და მი­ხა­რია, როცა ჩემი მცი­რე­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ის უდი­დე­სი სას­წა­უ­ლი აღეს­რუ­ლე­ბა, რა­საც ადა­მი­ა­ნის გა­ჩე­ნა ჰქვია.

ლალი ფა­ცია

წყარო: AMBEBI.GE

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი