21 ივნისი 2023
„მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში“ ლაბორატორიული კვლევები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საერთაშორისო და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი რეგულაციებით ხორციელდება.
ცენტრის ლაბორატორიაში ტარდება ყველა მნიშვნელოვანი კვლევა:
კლინიკური კვლევები - სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი და ა.შ.
ბიოქიმიური კვლევები - სისხლის გაზებისა და ელექტროლიტები განსაზღვრა; თირკმლის ფუნქციური სინჯები; ღვიძლის ფუნქციური სინჯები; ლიპიდური სპექტრი და ა.შ.
გენეტიკური კვლევები - ახალი თაობის არაინვაზიური პრენატალური სკრინინგის ტესტები: VERACITY ; VERAGENE -კარიოტიპირება; ტრისომია 13, 18, 21; სქესის განსაზღვრა; ანეუპლოიდია X,Y; 4 მიკროდელეცია; 100 მონოგენური დაავადება და ა.შ.
ბაქტერიოსკოპია/ბაქტერიოლოგია - სისხლი; შარდი; ნაცხი; პაპანიკოლაუს ტესტი (პაპტესტი);
იმუნოლოგიური (ჰორმონები) კვლევები - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, სასქესო ჰორმონები (ქალის, კაცის), ვიტამინები; ინსულინი და ა.შ.
სპერმის ანალიზი - კაცის სპერმის გამოკვლევა მიკროსკოპში, რომლის მაჩვენებლებით ხდება სპერმის განაყოფიერების უნარის შეფასება.