რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი 2000 წლიდან ფუნქციონირებს. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახლავთ ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშილი - ევროპისა და აშშ-ს რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი და მრავალი სამეცნიერო. ნაშრომის ავტორი.
კლინიკის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის უნაყოფობისა და გინეკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ორსულობის მართვა, პლასტიკური და ესთეტიკური გინეკოლოგია.
კლინიკა გახლავთ პირველი კერძო რეპროდუქციული მიმართულების ცენტრი საქართველოში, რომლის შექმნის იდეაც ეკუთვნის პროფესორ ივანე მგალობლიშვილს. 2000-იან წლებში მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიები ამ მიმართულებით სწორედ პროფესორ ივანე მგლობლიშვილის ხელმძღვენელობით დაინერგა საქართველოში.
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი აღჭურვილია ბოლო თაობის სამედიცინო აპარატურით, ფუნქციონირებს კლინიკური ლაბორატორია და სტაციონარული განყოფილება, სადაც წარმატებით ტარდება ლაპაროსკოპიული და ჰისტეროსკოპიული ოპერაციები მაღალკვალიფიციური ქირურგი სპეციალიტების მიერ.
აღმოსავლეთ ევროპაში სწორედ ჩვენთან, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში დაინერგა პირველად ფერტილოსკოპია, ხოლო საქართველოში პირველად - მილების გამტარობის გამოკვლევის ტრანსვაგინალური მეთოდი - სონოსალპინგოგრაფია, საკვერცხის კისტის ასპირაციული დრენირება, პოლიკისტოზური საკვერცხეების, ორსულობის მრავლობითი შეწყვეტის და ორსულობის მართვისა და მკურნალობის თანამედროვე სქემები, რომელთა შესახებ პირველი სემეცნიერო ნაშრომები საერთაშორისო გამოცემებში სწორედ ჩვენი ავტორობით გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკაში მკურნალობის შედეგად 5000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა.