21 ივნისი 2023
ექოსკოპია - შინაგანი ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც ემყარება ქსოვილების აკუსტიკურ თავისებურებებს. ულტრაბგერა წარმოადგენს მაღალი სიხშირის ბგერას, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. ულტრაბგერა ვრცელდება ქსოვილებში და მათი აკუსტიკური თავისებურებების გამო განსხვავებულად აირეკლება ეკრანზე, რაც ორგანოების და ქსოვილების მდგომარეობის შეფასების საშუალებას იძლევა. ექოსკოპია ერთერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მაღალინფორმატიული დიაგნოსტიკური საშუალებაა.
ექოსკოპიური კვლევები (2D, 4D) : გინეკოლოგიური, სამეანო, შარდსასქესო, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლი, ელენთა, თირკმლები, პროსტატა და სათესლე ჯირკვლები.