kaKA

ორსულობა და დიაბეტი

16 ნოემბერი 2025

ორსულობა და დიაბეტი

🤰 ბოლო წლებში ორსულობის პერიოდში დიაბეტის შემთხვევები გახშირდა

👇 არსებობს ორი სახის: პრეგესტაციური (ორსულობამდე) და გესტაციური (ორსულობის დროს შეძენილი) დიაბეტი.
გესტაციური ანუ ორსულობის პერიოდში შეძენილი დიაბეტის დროს პლაცენტა გამოიმუშავებს სხვადასხვა ჰორმონს, რის შედეგადაც, მცირდება ინსულინის მოქმედება, რაც იწვევს ინსულინრეზისტენტობას.

📈ჰორმონების გამოყოფის პიკი ორსულობის 24-28 კვირაზეა. ამიტომ ყველა ორსულს ამ ვადაზე უტარდება ტესტი გლუკოზატოლერანტობაზე. პასუხის შემდეგ, გინეკოლოგი წყვეტს საჭიროა თუ არა ენდოკრინოლოგის ჩარევა, რადგან, რიგ შემთხვევებში, მისი რჩევით ინიშნება ინსულინი, რომელიც მშობიარობის შემდეგ, როგორც წესი იხსნება, რადგან გლუკოზატოლერანტობა ნორმალიზდება.
ხშირ შემთხვევებში ინიშნება დიეტა და ფიზიკური დატვირთვა.

👇 ორსულობის დროს დიაბეტის განვითარების რისკჯგუფებში არიან: ჭარბწონიანები, გენეტიკურად მიდრეკილნი და ასაკოვანი ორსულები, ასევე დამძიმებული გინეკოლოგიური ანამნეზით (დიდი ნაყოფი, სპონტანური აბორტი, მკვდრადშობადობა).

🔴 დიაბეტის დროს ხშირია თვითნებითი აბორტები, ნაადრევი მშობიარობა, მაკროსომია (დიდი ნაყოფი), მკვდრადშობადობა, ასევე დედის მხრიდან ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა კეტოაციდოზი, ეკლამსია და სხვა. თუ ორსულობის დროს დიაბეტს თან ახლავს მაღალი წნევები ან თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ორსულობა უფრო რთული სამართავია.

🗓 თუ ორსულობისას გესტაციური დიაბეტი მიმდინარეობს გართულებებით, ან არ ექვემდებარება დიეტას, აუცილებელია ენდოკრინოლოგის და სხვა სპეციალისტების ჩარევა.

👩‍⚕ ექიმი მეან-გინეკოლოგი - ქეთევან მგალობლიშვილი

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი