kaKA

რეზუს ფაქტორი და ორსულობა

4 აგვისტო 2025

რეზუს ფაქტორი და ორსულობა

🌡რეზუს ფაქტორი - ეს არის ცილა, რომელიც სისხლის წითელი სხეულაკების - ერითროციტების ზედაპირზეა განლაგებული და ამის მიხედვით ადამიანებს რეზუს დადებითი, ანუ ამ ცილის მქონე და რეზუს უარყოფითი, ანუ აღნიშნული ცილის არმქონე სისხლი აქვთ.

🔬რა თქმა უნდა, რეზუსუარყოფითი და რეზუსდადებითი სისხლი არაა პათოლოგია და ჯანმრთელობას არავითარ ზიანს არ აყენებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ორსული ქალი არის რეზუს უარყოფითი, ხოლო ქმარი - რეზუს დადებითი და ამასთან თუ ნაყოფს მამის რეზუს დადებითი სისხლი აქვს, ამ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ე. წ. რეზუს კონფლიქტი.

🤰რეზუს კონფლიქტი - ესაა პათოლოგია, რომელიც ვითარდება ორსულის რეზუსუარყოფითი და ნაყოფის რეზუსდადებითი სისხლის დროს.

🙍‍♀️ქალის ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები, რომლებსაც შესწევთ უნარი, გაანადგურონ ნაყოფის სისხლის უჯრედები (ერითროციტები), ნაყოფს განუვითარდეს სხვადასხვა სიმძიმის დაავადება და გამოიწვიოს ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა.

🩸რეზუს კონფლიქტის რისკი მატულობს ქალის ორსულობების რიცხვის ზრდასთან ერთად, ამიტომ რეზუს უარყოფითი ჯგუფის მქონე ქალისთვის, რეკომენდებულია, ყოველი ორსულობის დროს და მშობიარობის ან აბორტის შემდეგ შეყვანილ იქნას ანტირეზუს იმუნოგლობულინი.

🧬ამ პრეპარატს შესწევს უნარი, გაანეიტრალოს სისხლში არსებული ანტისხეულები და მომდევნო ორსულობა განვითარდეს გართულებების გარეშე.

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი