kaKA

მოკლედ მენოპაუზის შესახებ

18 ოქტომბერი 2024

მოკლედ მენოპაუზის შესახებ

❓ ექიმის პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე მენოპაუზის შესახებ.

▪️ რა არის მენოპაუზა?

✔️ მენოპაუზა - ეს ის პერიოდია, როცა ქალის საკვერცხეები წყვეტს ფუნქციონირებას და სრულდება რეპროდუქციული ანუ შვილოსნობის პერიოდი.

▪️ რა ასაკში დგება მენოპაუზა?

✔️ მენოპაუზა საშუალოდ 48-52 წლის ასაკში დგება და ეს ის პერიოდია, როცა ქალს ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში აღარ აქვს მენსტრუალური ციკლი. მენოპაუზამდე გარდამავალ პერიოდს პერიმენოპაუზა ეწოდება, რომელიც დაახლოებით 4 წელი გრძელდება, პერიმენოპაუზაში მენსტრუაციები არარეგულარული ხდება და იშვიათდება. ამ დროს ქალის ორგანიზმი განიცდის ესტროგენების ნაკლებობას, რაც გავლენას ახდენს მისი სხეულის ყველა სტრუქტურაზე და ვლინდება ისეთი შემაწუხებელი სიმპტომებით, როგორიცაა: ალები, შეხურებები, ოფლიანობა, ზოგჯერ მაღალი წნევები და გაღიზიანებულობა, შფოთვა, საშოს სიმშრალე, ლიბიდოს დაქვეითება და სხვა.

▪️ რამდენ ხანს გრძელდება მენოპაუზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ალები, შეხურებები, ოფლიანობა და სხვა?

✔️ აღნიშნული სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს 4-8 წელი.

▪️ ყველა ქალს აწუხებს მენოპაუზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ალები, შეხურებები, ოფლიანობა, წნევები, შფოთი და სხვა?

✔️ კლიმაქსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ქალების 70-80%-ს აწუხებს, ზოგს მწვავედ და ზოგს მსუბუქად, ხოლო დანარჩენს შესაძლოა არ ჰქონდეს აღნიშნული სიმპტომები და ქალი კლიმაქსის პერიოდის დაწყებას მხოლოდ მენსტრუაციის შეწყვეტით მიხვდეს.

▪️ შესაძლებელია ორსულობა მენოპაუზაში?

✔️ ორსულობა მენოპაუზაში გამორიცხულია. გარდამავალ პერიოდში ანუ პერიმენოპაუზაში ორსულობის შანსი არსებობს, თუმცა ძალიან დაბალია.

▪️ რა იწვევს ნაადრევ მენოპაუზას?

✔️ ნაადრევი მენოპაუზის გამომწვევი მიზეზებია: ძლიერი სტრესი, მძიმე დაავადებები, ვიტამინების დეფიციტი, დაუბალანსებელი კვება, გენეტიკური განწყობა, ოპერაციული ოვატიექტომია - საკვერცხეების ამოკვეთა.

▪️ შესაძლებელია თუ არა მენოპაუზის შეჩერება ან გადავადება?

✔️ მენოპაუზა ფიზიოლოგიური პროცესია და მისი გადავადება ან შეჩერება შეუძლებელია, თუმცა მენოპაუზით გამოწვეული შემაწუხებელი სიმპტომების მკურნალობა შესაძლებელია.

©️ ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი

✔დეტალური ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით 📞+995 596 51 60 60.

📍 მისამართი: ლ. გოთუას 3 (მერიის უკან).

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი